6 მიზეზი, რატომ პსპ დაზღვევა
7 დეკემბერი, 2018

წინა ბლოგში ჩვენ გაგაცანით 6 რჩევა დაზღვევამდე:

  1. კარგად წაიკითხეთ ნებისმიერი სადაზღვევო ხელშეკრულება;
  2. ყურადღება გაამახვილეთ ე.წ გამონაკლისებზე;
  3. სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ყურადრებით გაეცანით;
  4. იკითხეთ, ხდება თუ არა რისკების გადაზღვევა და სად;
  5. კარგად გაეცანით ბენეფიტებს;
  6. ყურადრება მიაქციეთ ტარიფს;

მოდით განვიხილოთ თითოეული რჩევა ცალ-ცალკე და თვალი გადავავლოთ ავტოდაზღვევის პირობებს.

 

რჩევა N1

  • კარგად წაიკითხეთ ნებისმიერი სადაზღვევო ხელშეკრულება - პსპ დაზღვევის აგენტი დაზღვევამდე გიგზავნით ხელშეკრულებას, რომლის სრულად გასაცნობად გაქვთ საკმაოდ დიდი დრო.

 

რჩევა N2

ყურადრება გაამახვილეთ ე.წ გამონაკლისებზე - გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვანი გამონაკლისების ჩამონათვალს:

  • არ ანაზღაურდება ქურდობა/ძარცვით დამდგარი ზარალი, თუ ამ დროს დაზღვეულ ავტომობილში ან ავტომობილზე დატოვებულია გასაღები და/ან ავტომობილის ტექნიკური პასპორტი, დაწეულია მინები და/ან ღიაა კარი.

(გამონაკლისის მთავარი მიზანია წინასწარი განზრახვით თაღლითობის აღკვეთა,რათა პირმა გამორჩენის მიზნით არ მოაპარინოს საკუთარი ავტომობილი);

  • არ ანაზღაურდება გაუფასურება, ამორტიზაცია, ცვეთა, მექანიკური და ელექტროსისტემების/ნაწილების მწყობრიდან გამოსვლა ისეთი მიზეზით/რისკებით,  რაც არ არის  გათვალისწინებული სადაზღვევო ხელშეკრულებაში.
    (ავტოდაზღვევა აზღვევს ავტომობილის ძარას გარეშე დაზიანებებისგან,  შესაბამისად,  ცვეთის ან ცვეთის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ეწინააღმდეგება დაზღვევის არსს);
  • არ ანაზრაურდება საბურავების დაზიანება, თუ ეს არ არის გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევით.
    (თუ საბურავი ცვეთის გამო დაზიანდა, არ ანაზღაურდება. მაგრამ თუ საბურავის დაზიანება ავტოსაგზაო ან სხვა რისკებით განსაზღვრულ შემთხვევაში მოხდება, დაზღვევა ზარალს აანაზღაურებს);
  • არ ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილის ზარალი თუ ის არ გამოიყენება იმ დანიშნულებით, რომელიც მითითებულია პოლისში.
    (ავტომობილის დაზღვევისას აუცილებელია მიუთითოთ, რისთვის იყენებთ ავტომობილს - პირადი მიზნებისთვის თუ რაიმე საქმიანობისთვის. მაგალითად, თუ ავტომობილი ტაქსია, აუცილებელია ეს ინფორმაცია ქონდეს სადაზღვევო კომპანიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია უარი ითქვას ზარალის ანაზღაურებაზე)
  • არ ანაზღაურდება ზარალი, თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ატრიალებს ავტომობილს გვირაბში ან ისეთ ადგილას, სადაც ასეთი ქმედება დაუშვებელია;

(წესით აქ ყველაფერი გასაგებია);

  • არ ანაზღაურდება ზარალი, თუ დაზღვეულ ავტომობილს მართავს ნებისმიერი პიროვნება უფლებამოსილი მძღოლის გარდა.
    (დაზღვევის გაფორმებისას აუცილებელია წინასწარ მიუთითოთ პირები, რომლებიც მომავალში სავარაუდოთ მართავენ თქვენს ავტომობილს);
  • არ ანაზღაურდება ზარალი, თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, მიუხედავად იმისა, სადაზღვევო შემთხვევა დაზღვეული ავტომობილის მძღოლის ბრალეულობით მოხდა თუ მესამე მხარის მიზეზით;
  • არ ანაზღაურდება ზარალი, თუ პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემია არ არის გადახდილი.

 

 

რჩევა N3

სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას, ყურადრებით გაეცანით კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას;

სს „პსპ დაზღვევა” „პსპ ჯგუფის” ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა. ამავე ჯგუფში კიდევ რამდენიმე კოპანია ერთიანდება. „პსპ ჯგუფი ” საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს.
თავდაპირველად, სადისტრიბუციო კომპანია „დანერგვის ცენტრი პსპ’’ შეიქმნა, დღეს კი 1,000-ზე მეტი ფარმაცევტული ქარხნის 10,000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტების და სამკურნალო კოსმეტიკის, ჰიგიენური საშუალებების იმპორტს და მათ დისტრიბუციას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 
2000 წლიდან „პსპ”-ს ფარმაცევტულმა საწარმომ GMP-მ პირველი მედიკამენტი გამოუშვა. ქარხანა 150-მდე დასახელების, სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებს აწარმოებს და ექსპორტს დაახლოებით 11 ქვეყანაში ახორციელებს. 
2010 წლიდან „პსპ დაზღვევა”      რომელიც  100-მდე კომპანიას და 70,000-ზე მეტ  ადამიანს ემსახურება.
ალბათ, ეს მცირე ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ კოპანიის სამომავლო განვითარების სურვილი და ფინანსური მდგომარეობა.

რჩევა N4

სს „პსპ დაზღვევა“  თავისი რისკების გადაზღვევას ორი უმაღლესი რეიტინგის მქონე კომპანიაში ახდენს: ესენია Hannover Re (გერმანია) და Swiss Re (შვეიცარია).

 

რჩევა N5

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ავტოდაზღვევის პირობები, რისგან ვაზღვევთ ავტომობილს და რა დამატებით დაფარვებს ვიღებთ:

ავტოდაზღვევის ძირითადი პირობებია:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა;
  • ქურდობა,ყაჩაღობა , ძარცვა, გატაცება;
  • ხანძარი, აფეთქება;
  • მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი;
  • საგნების ვარდნა;

    პირობები ასევე მოიცავს:
  • სტიქიური მოვლენები, მიწისძვრისა და სეტყვის ჩათვლით;
  • მინების, სარკეების, დამატებითი დეტალებისა და აქსესუარების  დაზღვევა.

    დამატბით მომსახურებას: 
  • უფასო ავტო-ასისტანსი საქართველოს მასშტაბით (საწვავის ადგილზე მიწოდება, საწვავის თანხას იხდის დამზღვევი, საბურავის შეცვლა, ავტომობილის დაქოქვა);
  • უფასო ევაკუატორის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით (სადაზღვევო შემთხვევისას).

დამატებითი დაფარვები:

  • TPL - მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლბის დაზღვევა (სხვისი ზარალის ანაზღაურება თქვენი ბრალეულობით მომხდარ სადაზღვევო შემთხვევის დროს;
  • MA-  მძღოლის და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა.

რჩევა N6

მიაქციეთ ყურადრება ტარიფს;

ჩვენთან ტარიფი ინდივიდუალურია - დამოკიდებულია ავტომობილის და მძღოლის მონაცემებზე, მაგრამ შეგვიძლია თამამად გითხრათ:

აქ ყველაზე კარგი ტარიფებია!

 

 


კომენტარები
გაზიარება
მოითხოვე კონსულტაცია