მოკლედ ჩვენს შესახებ
1 ოქტომბერი, 2018

21-ე საუკუნე - ტექნოლოგიების საუკუნე; საუკუნე, სადაც აღარავის უკვირს:

  • ონლაინ-დაჯავშნა;
  • ონლაინ-გადახდა;
  • ონლაინ-მეგობრები;
  • ონლაინ- ყიდვა/გაყიდვა და სხვა მრავალი.

ჩვენი საჭიროებების უდიდესმა ნაწილმა გადაინაცვლა ონლაინ სამყაროში და მომსახურებების მიღების კლასიკური ფორმები ბევრად შემაწუხებელი და არაკომფორტული გახდა.

ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, რატომ გახდა ესეთი პოპულარული უკონტაქტო/ონლაინ მომსახურება?  რადგან სამყარო ტექნოლოგიურად განვითარდა?

მხოლოდ ეს ვერ იქნება მთავარი მიზეზი.

სინამდვილეში კი ძალიან აჩქარდა ცხოვრების ტემპი, სამყარომ საზღვრები დაკარგა, ყველაფერზე მიგვიწვდება ხელი, ყველაფერი შეგვიძლია მივიღოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ადამიანებს მოთხოვნა გაუჩნდათ, მიიღოს მომსახურება სწრაფად, მარტივად და გამჭირვალედ.

პირადად შეარჩიოს ის, რაც მას უნდა.

რამდენიმე მარტივი ქმედებით.

ორი სიტყვით ონლაინ გაყიდვებზეც მინდა გითხრათ: უკვე რამოდენიმე წელია გაყიდვების ეს მეთოდი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ბაზრის დიდი ნაწილი გადადის ონლაინ გაყიდვებზე; შესაბამისად, გაჩნდა ახალი პოზიცია -  ონლაინ გაყიდვების მენეჯერი - ადამიანები, რომლებიც პარალელურად მუშაობენ.

მას არ აქვს სამუშაო გრაფიკი, არ ჰყავს უფროსი, არ გზავნის „რეპორტებს“, მაგრამ აქვს შემოსავალი.

ჩვენი საიტის შექმნის მთავარი მიზანი სწორედ ბაზრის ამ ნაწილში აქტივობა გახლავთ.

რა არის myipsp.ge?

  • ეს არის სივრცე სადაც თქვენ შეგიძლიათ:
  • გაიგოთ დაზღვევაში მიმდინარე სიახლეები;
  • თვითონ დათვალოს და აირჩიოს სადაზღვევო ტარიფი;
  • შეძლოთ შეავსოთ დაზღვევის განაცხადი;
  • დააზღვიოთ საკუთარი ავტომობილი და მიიღოთ ფასდაკლება
  • დააზღვიოთ თქვენი ნაცნობებისს/უცნობების ავტომობილი და მიიღოთ ბონუსი;
  • ისარგებლოთ ყველაზე მარტივი და თანამედროვე მომსახურებით;
  • დააგროვოთ ქულები და დაელოდოთ სიურპრიზებს.

ჩემი აზრით, შესაძლებელია, შევქმნათ ისეთი ონლაინ გარემო, სადაც ყველა ძალიან კომფორტულად იგრძნობს თავს.

ამისთვის კი თქვენი აქტოვობა გვჭირდება.

მოგვწერეთ ნებისმიერი შეკითხვა/კომენტარი/რეკომენდაცია.

მაქსიმალურად გავითვალისწინებთ.


კომენტარები
გაზიარება
მოითხოვე კონსულტაცია