სასარგებლო რჩევები
3 დეკემბერი, 2018

Winter is coming  აქ უკვე ზამთარია!

გთავაზობთ 4 სასაგებლო რჩევას.

რა უნდა ვიცოდეთ ზამთარში ავტომობილის მართვისას.

1. გაწმინდეთ ავტომობილი სანამ დაძრავთ!

როდესაც ავტომობილთან მიხვალთ და ის დაფარულია თოვლით ან ყინულით, პირველი რაც უნდა გააკეთოთ: გაწმინდოთ ავტომობილი.

პირველ რიგში უნდა გაწმინდოთ: წინა და უკანა ხედვის ფანჯრები და სარკეეები.

ასეე უნდა გაწმინდოთ "ფარები".

შეეცადეთ თოვლისგან ავტომობილის სახურავიც გაათავისუფლოთ, ვინაიდან შესაძლებელია მართვის დროს ჩამოსრიალებულმა თოვლის მასამ ხელი შეგიშალოთ.


2. მართეთ ნელა-მშვიდად!

შეიძლება ნელი მართვა არც ისე კომფორტული იყოს, მაგრამ მთავარი მაინც უსაფრთხოებაა.

როცა ავტომობილს მართავთ, თოვლიან ან ყინულიან გარემოში, მნიშვნელოვანია,როგორც თქვენი ავტომობილის განსაკუთრებული ყურადღებით მართვა,ასევე ირგვლივ მოძრავ ავტომობილებზე მაქსიმალური ყურადღების გამახვილება.

შეეცადეთ ავტომობილი დაძრათ მშვიდად, ფეხის ნელი შეხებით აქსელერატორზე (გაზი), შეეცადეთ აკონტროლოთ ირგვლივ გარემო, რათა არ დაგჭირდეთ უეცარი დამუხრუჭება.

3. დაიტოვე ადგილი დამუხრუჭებისთვის!

მნიშვნელოვანია არ დაგვჭირდეთ სწრაფი-მოულოდნელი დამუხრუჭება, ვინაიდან მშრალი გზისგან განსხვავებით, სველ ან ყინულიან გზაზე ავტომობილს ბევრად დიდი მაძილი ჭირდება გასაჩერებლად.

შეაფასეთ სიტუაცია და მოიქეცით ადეკვატურად. 

როცა შენიშნავთ სიტუაციას სადაც სავარაუდო დამუხრუჭება დაგჭირდებათ, მაშინვე აუშვით ფეხი აქსელერატორს (გაზს) და მუხრუჭზე ძალიან მცირე შეხებით,ე.წ "სტოპები" რომ აინთოს, ანიშნეთ თქვენს უკან მყოფ ავტომობილს, რომ შეიძლება დამუხრუჭება დაგჭირდეთ. ამის შემდეგ ნელი შეხებით გააჩერეთ ავტომობილი.


4. ყურადღება მიაქციეთ დისტანციას!

ყურადღებით იყავით დისტანციასთან.

სველი ან ყინულიანი გზის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მინიმუმ 2 ჯერ გაზარდოთ ის მანძილი, რომელიც თქვენს და სხვა ამტომობილს შორისაა.

ასევე შეეცადეთ 2 ჯერ უფრო ადრე დაიწყოთ ავტომობილის შენელება, მოსახვევის ან გაჩერების არსებობის შემთხვევაში.


გახსოვდეთ უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია!



კომენტარები
გაზიარება
მოითხოვე კონსულტაცია